იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო!

#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო!

ამ დევიზით სკოლა,,ნიკეს “VI/1 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ სასარგებლო ინიციატივას და გახდნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სტუმრად ეწვივნენ ქალაქ ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღს.

მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებს წაუკითხეს ნოდარ დუმბაძის ლექსები და ხალხური ზღაპრები.ნიკელებმა პატარა მეგობრებს სიმბოლურად გადასცეს კლასიკური ზღაპრების წიგნი.

უღრმესი მადლობა ბაღის დირექტორს , პედაგოგებს მხარდაჭერისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებს კი, აქტიურობისთვის!
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგო: ცირა მიქელაძე
კლასის დამრიგებელი : ინგა ნაკაშიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *