მოსწავლეები

მოსწავლეთა თვითმმართველობა

სკოლა ნიკეს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანია მოსწავლეთა სრული ჩართვა და მობილიზება, მათი პირადი პორთფოლიოების გაუმჯობესება. თვითმმართველობა ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს მრავალფეროვანი ხედვა და განათლება, როგორც შემეცნებით, ისე გასართობ ჭრილშიც.
ჩვენი ღონისძიებები გამოირჩევა ორიგინალურობითა და კრეატიულობით.

ოთხი მიმართულება

სასკოლო თვითმმართველობა

ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა:

ციფრული მედია

სპორტ კლუბი

მწერალთა კლუბი

შემეცნებითი კლუბი

სკოლა ნიკეს მოსწავლეთა თვით, მართველობის ორგანიზებით ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ფოტო-ვიდეო კონკურსი სხვადასხვა თემატიკაზე, ლიტერატურული მარათონი, დამწყებ მწერალთა კონკურსი, ვიქტორინები და დებატები აქტუალურ საკითხებზე.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და ჯანსაღი მსჯელობის უნარის განვითარებას.

მშობელთა საზოგადოება

სკოლა ნიკე აქტიურად თანამშრომლობს მშობელთა საზოგადოებასთან. თითოეულ კლასში ყოველწლიურად ხდება მშობელთა საზოგადოების წევრების არჩევა. მათი მოვალეობაა სკოლის მიერ დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების გაცნობა და მხარდაჭერა. სკოლა ნიკე პერმანენტულად ატარებს კვლევებს მშობელთა შეხედულებების გაზიარების მიზნით. ჩვენ ვეცნობით მშობელთა რჩევებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მშობელთა საზოგადოება მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად ყოველწლიურად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელშიც ჩართულია როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგთა გუნდი.