სკოლა

ისტორია

სკოლა ნიკე 2006 წლიდან ახორციელებს წარმატებულ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო პროფილით სამივე საფეხურზე. დღეისათვის სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე.

სკოლა ნიკე-ს პრიორიტეტია ყურადღება ხარისხიან სწავლებაზე და არა მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასიამოვნო და მყუდრო გარემოს შექმნა, სწავლის პროცესის დაფუძნება არა დაძალებაზე, არამედ დახმარებაზე.

სკოლა 2014 წლიდან ფუნქციონირებს ახალ, საკუთარ, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის შენობაში, რომელსაც გააჩნია ასევე საკუთარი სკვერი და მინი ფეხბურთის სტანდარტული მოედანი.

სკოლაში ფუნქციონირებს

სრულად აღჭურვილი ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებისათვის;

ახალი კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტი, სადაც ტარდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილები და ალგორითმის საფუძვლები;

ხელოვნების 2 სახელოსნო, სადაც მხარულ გარემოში მოსწავლეები ეუფლებიან სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებას და მუსიკას;

ღია და დახურული სივრცე სპორტული აქტივობების ჩასატარებლად;

სააქტო დარბაზი, სადაც ზოგადი განათლებისთვის საჭირო ბევრი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება;

დაბალი საფეხურის საკლასო ოთახები აღჭურვილია კომპიუტერებით, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის საკლასო ოთახებში განთავსებულია სენსორული ტელევიზორები საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილებისათვის.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:

გაძლიერებული მათემატიკისა და ინგლისურის სწავლებას.

სკოლა ნიკე არის ბრიტანეთის საბჭოს ვერცხლის პარტნიორი და სწავლებაში დანერგილია კემბრიჯის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად მოსწავლეები აბარებენ შესაბამისი საფეხურის სერთიფიცირებულ გამოცდებს. ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა წამყვან უცხო ენის ცენტრთან, წელიწადში რამდენიმე ჯგუფი მიემგზავრება ინგლისური ენის კურსებზე და იღებს შესაბამის სერთიფიკატს.

დამატებით წრეები:

ხატვის წრე

ქართული ხალხური ცეკვების წრე

ჭადრაკის წრე

სიმღერის წრე

ხელგარჯილობის წრე

ლიტერატურული სალონი „ პარნასის ყვავილები“

დამწყებ მწერალთა კლუბი

თეატრალური დასი

საფეხბურთო კლუბი „ნიკე FC”

კინომოყვარულთა კლუბი

ქალაქ ბათუმში, სკოლა ნიკემ მიღწეული წარმატებებით სათანადო ადგილი დაიმკვიდრა, რაც პროფესიონალი, ერთგული პედაგოგიური გუნდის და გამორჩეული მოსწავლეების დამსახურებაა.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით!
სკოლის მისია

მისია

სკოლა ნიკეს მისიას წარმოადგენს განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით მოზარდთა განათლების, აღზრდის, პიროვნული განვითარებისათვის შესაფერის გარემოს შექმნა, აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლეთა მოამზადება მათი ინდივიდუალური შესაძლებლობისა და საჭიროების გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო პროცესის ცენტრი არის მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი. სკოლის ძირითადი მისია არის მოსწავლეთა სწავლების მოტივაციის გაძლიერება, ცოდნის ხარისხის ამაღლება, საკომუნიკაციო ჩვევების განვითარება, მიზანზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება.

სკოლა უპირატესობას ანიჭებს განათლების ჰუმანისტურ მიმართულებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებას. სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროცესი საშუალებით მოსწავლე ინტეგრირებული იქნება ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში.