სკოლა ნიკეს სრულად აღჭურვილი ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებისათვის ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პროცესს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად ჩაატარონ ცდები, შექმნან მაკეტები/მოდელები და დააკვირდნენ სხვადასხვაგვარ ქიმიურ, ფიზიკურ თუ ბიოლოგიურ პროცესებს.
ახალი კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტი, სადაც ტარდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილები და ალგორითმის საფუძვლები. გარდა ამისა, კომპიუტერების კაბინეტში მოსწავლეები მუშაობენ პროექტებსა და პრეზენტაციებზე, ტარდება შუალედური და საფინალო შემაჯამებელი ტესტირება.
ხელოვნების 2 სახელოსნო, სადაც მხიარულ და უსაფრთხო გარემოში მოსწავლეები ეუფლებიან სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკას. მოსწავლეებს თავიანთ ემოციებსა და განცდებს, სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ნაშრომებში გამოსახავენ. გამოიყენება როგორც სახატავი, ისევე საძერწი მასალა. დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, საგაკვეთილო პროცესი ბევრად მრავალფეროვანი და შემეცნებითია.
ღია და დახურული სივრცე სპორტული აქტივობების ჩასატარებლად. სკოლა ნიკეს ადმინისტრაციისა და მოსწავლებთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით, სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ტარდება, როგორიცაა შიდასასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთსა და კალათბურთში, მინიფეხბურთის საქალაქო ოლიმპიადა, მხიარული სტარტები. მრავალფეროვანი სპორტული ინვენტარის გამოყენებით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები მხიარული და სახალისოა.
სააქტო დარბაზი, სადაც ზოგადი განათლებისთვის საჭირო ბევრი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. არა მხოლოდ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და გემოვნების ჩამოყალიბებას ემსახურება ის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელთა მომზადებაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი პედაგოგთა და მოსწავლეთა გუნდი, არამედ ყურადღება ექცევა და იხვეწება მოსწავლეთა მეტყველება და უვითარდებათ სასცენო უნარ-ჩვევები, გონების სისხარტეს ავარჯიშებს ვიქტორინა-მარათონები.
დაბალი საფეხურის საკლასო ოთახები აღჭურვილია კომპიუტერებით, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის საკლასო ოთახებში განთავსებულია სენსორული ტელევიზორები საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილებისათვის.